ჩვენ შესახებ

17-მაისი-LOGO-FINAL-3ვებ-გვერდი და ბეჭდური ჟურნალი “17 მაისი” წარმოადგენს სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებულ გამოცემას. გამოცემა არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ 2014 წელს ჩამოაყალიბა. “17 მაისი” აშუქებს ადამიანის უფლებების, ბუნების დაცვის, სოციალური კეთილდღეობის, ლგბტ ჯგუფების, უსახლკარო ადამიანების, ცხოველთა დაცვის და სიღარიბის საკითხებს.

“17 მაისი” არის დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მედია, რომელიც ესწრაფვის მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებით ხელი შეუწყოს საქართველოში მიმღებლობის კულტურის განვითარებას. სიახლეებთან ერთად, ყოველდღიური გამოცემა გთავაზობთ მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს, თარგმანებს, ბლოგებს, გამოკითხვებს, კვლევებს და აკადემიურ სტატიებს გენდერისა და სექსუალობის საკითხებში, ეწევა საქველმოქმედო კამპანიებს და ცდილობს სასარგებლო როლი შეიტანოს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

“17მაისს” ეკუთვნის “ფემინიზმი.ორგ“, რომელიც ქალთა და ქვიარ მოძრაობის საკითხებზე ფოკუსირებული აკადემიური ელექტრონული გამოცემაა.

“17 მაისს” ეკუთვნის “ჰომოფობიის ინდექსიც” – ვებ-გვერდი, რომელიც პოლიტიკური და სხვაგვარად საჯარო პირების მიერ საზოგადო სივრცეში გამოხატული ჰომოფობიური განწყობების ელექტრონული არქივია.

“17 მაისის” საიტზე გამოქვეყნებული წერილობითი და მულტიმედია მასალები წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონდებლობით. მასალების გამოყენება პირადი მოხმარებისთვის უფასო და შეუზღუდავია.

აკრძალულია წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალებაში “17 მაისზე” გამოქვეყნებული მასალის (ბეჭდური, ფოტო, აუდიო და ვიდეო) გამოყენება, გადაკოპირება, გადაბეჭდვა ან სხვაგვარი სახით მითვისება.

“17 მაისის” რედაქციისგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ, აუცილებელია წყაროს   (ჟურნალი “17 მაისი”) მოხსენიება და ამავე დროს, მასალის ბმულის სახით მითითება.

წყაროს მითითების გარეშე მასალის გადაბეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ  წინასწარ საფასურის გადახდის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: (+995 32) 2305614; 230 4714; ელ ფოსტა: info@17maisi.org