ბრიტანულმა გეი ჟურნალმა Attitude Magazine, მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური კაცის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ: ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი (David Beckham), მსახიობი ზაკ ეფრონი (Zac Efron), პოპ შემსრულებლები შეინ ვორდი (Shayne Ward) და დუნკან ჯეიმსი (Duncan James). რეიტინგის სათავეშია 20 წლის ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი (Tom Daley) – სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

ჟურნალ Attitude Magazine-ის მკითხველები, უკვე მეორე წელია, რაც მოცემულ რეიტინგში ტომ დეილის მაღალ ნიშნულზე ასახელებენ. ასევე, საუკეთესოთა ათეულში მოხვდა ტემპერამენტიანი დენ ოსბორნი (Dan Osbourne). შემდეგ პოზიციებზე განთავსდნენ: McFly-ს დრამერი (დასარტყამი ინსტრუმენტები) ჰარი ჯადი (Harry Judd), კიდევ ერთი ბრიტანელი წყალში მხტომელი კრის მირსი (Chris Mears), Blue-ს ერთ-ერთი სოლისტი დუნკან ჯეიმსი (Duncan James), ბოიზ ბენდ One Direction-ის წევრი ზეინ ჯავაარდ მალიკი (Zayn Malik). სექს სიმბოლოთა ათეულს ასრულებს ინგლისელი მსახიობი რასელ ტოვი (Russell Tovey).

„მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა“, – ამგვარად გამოეხმაურა ტომ დეილი თავისი თაყვანისმცემლების დაფასებას. ჟურნალი Attitude Magazine აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მკითხველის არჩევანი კანონზომიერია, რადგან, სახელგანთქმული წყალში მხტომელის იატაკქვეშეთიდან გამოსვლას შარშან, თან ახლდა მისი პირადი ურთიერთობები დასტინ ლენს ბლექთან (Dustin Lance Black). „ტომ დეილის სიმამაცემ და ღიაობამ ბევრი ახალგაზრდა გეის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, ისინი ხომ კინოს, ტელევიზიისა და სპორტის სფეროებში დადებითი მაგალითების უკმარისობას განიცდიან“, – წერს გამოცემა.

რეიტინგის სრული სია Attitude Magazine-ის 23 ივლისის ნომერში გამოქვეყნდება, ტომ დეილისთან ინტერვიუსთან ერთად.

დატოვე კომენტარი