კომპანია “Apple”-ის კვარტალურმა მოგებამ 18 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამგვარი შედეგის მიღწევა 2014 წლის ბოლო კვარტალში Iphone 6-ის გაყიდვების დაწყებით მოხერხდა. 2014 წლის ბოლო კვარტალში მსოფლიოში 74.5 მილიონი Iphone 6 გაიყიდა. ყველაზე მაღალი მოთხოვნა Iphone 6-ზე ჩინეთში დაფიქსირდა, სადაც გაყიდვები წინა წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა. თუმცა “Apple”-ის პლანშეტების გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.

დატოვე კომენტარი