pope_francis

პაპი ფრანცისკე

შაბათს, 21 მარტს პაპ ფრანცისკეს სამხრეთ იტალიაში ერთდღიანი მოგზაურობის ფარგლებში ლანჩი ლგბტ და აივ ინფიცირებულ პატიმრებთან ერთად ჰქონდა.

იტალიური საინფორმაციო სააგენტოს, Vatican Insider-ის ცნობით, ლანჩს, დაახლოებით, 90 პატიმარი დაესწრო, მათ შორის 10 – ციხის პალატიდან.

პაპის ერთდღიანი მოგზაურობა მოიცავდა ნეაპოლის ღარიბ უბნებში ვიზიტს, რომლებიც ჯერ კიდევ ორგანიზებული დანაშაულის დასაყრდენია.

მთლიანად ვიზიტს და აღნიშნულ ლანჩს ფრანცისკეს პაპობის ძირითადი მესიჯი გასდევდა: „ნუ გეშინია, იმიტომ, რომ ქრისტე ცხოვრების ყველა სფეროში არსებობს. ქრისტე ყველასთვის არსებობს, მათთვისაც კი, რომლებიც ეკლესიისგან ყველაზე განდგომილები და გულგრილები ჩანან,“ – განაცხადა ფრანცისკემ 2013 წელს.

ისინი, ვინც ვატიკანის საქმიანობას თვალს ადევნებენ ამბობენ, რომ პაპი კვლავ ცდილობს დაუახლოვდეს იმ ჯგუფებს, რომლებმაც ეკლესიის მიერ თავი გასამართლებულად და გარიყულად იგრძნეს.

ვატიკანმა თებერვალში პეტრეს მოედანზე უსახლკაროებისათვის სველი წერტილები და საშხაპეები დაამონტაჟა. 2013 წელს კი, რომის პაპმა ჟურნალისტებს ლგბტ ჯგუფების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა:

„თუ ისინი მიიღებენ ღმერთს და მის კეთილ ნებას, ვინ ვარ მე, რომ ისინი განვსაჯო? ისინი არ უნდა იყვნენ იზოლირებულნი, [ჰომოსექსუალობა] პრობლემა არ არის, ისინი ჩვენი ძმები არიან“, – განუცხადა ფრანცისკემ ჟურნალისტებს.

პაპ ფრანცისკეს მოგზაურობის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ვიზიტი პომპეიში. აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ფოიერვერკი, რომელიც ბოლო დროს ტუნისში ტერორისტული თავდასმის დროს გარდაცვლილ ადამიანთა პატივსაცემად გაუქმდა.

დატოვე კომენტარი